30 წლის ასაკში კორონავირუსს ემსხვერპლა მღვდელმონაზონი საბერძნეთში

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, ლაგადას ეპარქიის მღვდელმსახური მღვდელმონაზონი პორფირე რამდენიმე კვირის წინ კოვიდ-19 -ით დაავადდა.

ახალგაზრდა მღვდლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და იგი სავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

დღეს დილით მღვდელმონაზონი პორფირე 30 წლის ასაკში სავადმყოფოში გარდაიცვალა.

უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს!

ბოლო სიახლეები