Covid-19-ის გართულებით გარდაიცვალა ეტოლიის მიტროპოლიტი კოზმა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

კორონავირუსული ინფექციის გართულების შედეგად, 2022 წლის 3 იანვარს, 76 წლის ასაკში ღმრთივმიიცვალა ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, ეტოლიის მიტროპოლიტი კოზმა.

ცნობილია, რომ სამწუხაროდ, მიტროპოლიტმა კოზმამ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას კოვიდის დამცავი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ დაუმორჩილებლობა გამოუცხად და მისდამი რწმუნებულ ეპარქიაში შემავალ ტაძრებში აკრძალა პირბადე და აცრის გაკეთება.

სამწუხაროდ, ეტოლიის მიტროპოლიტი კოზმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაინფიცირდა კორონავირუსული ინფექციით.

მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავარი კატეგორიულ უარს აცხადებდა მკურნალობაზე, საბოლოოდ მაღალი ტემპერატურისგან გამოწვეული შოკით უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთთვიანი ინტუბირების შემდგომ კოვიდინფექციისგან დასუსტებულ მღვდელმთავრს განუვითარდა ინფარქტი და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მრავალმოწყალე ღმერთმა შეიწყალოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს ახალშესვენებული მიტროპოლიტი კოზმა და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.

გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მიტროპოლიტი კოზმა.

ბოლო სიახლეები