“არც ფულს იღებენ და არც ჩერდებიან” – მიტროპოლიტი იოანე არ უარყოფს, რომ მან სხვისი პანაღია დაუკითხავად წაიღო

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) არ უარყოფს საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მიტროპოლიტმა იოანემ დაუკითხავად წაიღო სამღვდელმთავრო პანაღია, რომელიც მას (მეუფე იოანეს) არ ეკუთვნის და ამ დრომდე არ უბრუნებს აღნიშნულ ნივთს თავის კანონიერ მფლობელებს, ვინც მისი დამზადება შეუკვეთეს და შესაბამისი თანხაც გადაიხადეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 2021 წლის 19 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იოანემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა:

ვისთვისაც იყო გამზადებული ეს პანაღია, ის იყო გადაყენებული მსახური და ეს მას არ ეკუთვნოდა. მე ვუთხარი მათ (დამკვეთებს), ჩემი თუ არ გჯერათ, რომ ეს არ ეკუთვნის მას, მე ვკითხავ პატრიარქსთქვა. პასუხი ასეთია – ახლა არ ეკუთვნის და როცა დაბრუნდება მეუფე პეტრე და აღუდგება მღვდელმსახურება, მაშინ დაუბრუნდება ეს პანაღია. პანაღია ინახება, მოლოდინი არის, რომ მეუფე პეტრე შეინანებს თავის საქციელს და დაბრუნდება ეკლესიაში”, – აღნიშნა მეუფე იოანემ.

შეკითხვაზე ვისთან არის ახლა პანაღია, მიტროპოლიტი იოანე პასუხობს:

“თქვენ გამომძიებელი ხართ? პროკურორი ხართ? რა კითხვაა ეს? გითხარით, ინახება ეს პანაღია მოლოდინში და ვის ხელშია, არ აქვს მნიშვნელობა. არავინ არ სარგებლობს ამ პანაღიით, არავინ არ იკეთებს, ის ელოდება თავის პატრონს”.

მეუფე იოანე არ უარყოფს, რომ პანაღიის შემკვეთებს თანხაც შესთავაზა, თუმცა, ამბობს, რომ მათ არ უნდათ ფულის აღება, რადგან ასეთ შემთხვევაში პანაღია მათი აღარ იქნება.

“არც ფულს იღებენ და არც ჩერდებიან. მაშინ ვინაა მართალი?!”, – აცხადებს მიტროპოლიტი იოანე.

წყარო: ქუთაისიპოსტი

ბოლო სიახლეები