აჭედილი უბისის მონასტერი – მრევლი ბერებს მამათმავლობაში ადანაშაულებს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

უბისის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მონასტრის კარიბჭე მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მონასტერს განარიდონ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის მიერ მივლენილი საეჭვო რეპუტაციის, მამათმავლობის ცოდვაში ეჭვმიტანილი სასულიერო პირები.

მრევლის განცხადებით, სამი კვირის წინ მეუფე მელქისედეკმა ნაჩქარევად აკურთხა ორი ბერი და უბისის მონასტერში მიავლინა. ამ სასულიერო პირების საეჭვო რეპუტაციის გამო აღნიშნული მონასტრიდან წავიდა არქიმანდრიტი მაკარი (გოცაძე).

აქციის მონაწილეები საქართველოს საპატრიარქოს კომისიის ჩართულობას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სანამ ახალი ბერები არ დატოვებენ უბისის მონასტერს, იქ წირვა არ ჩატარდება.

წყარო: infoimereti

ბოლო სიახლეები