ბელგიაში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში ქართული ეპარქიაც ჩაერთო

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს ოფიციალური გვერდი შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

,,დღეს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს მისიის და ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობის Mission of Georgia to NATO დიპლომატებმა, ბელგიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად, ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს და უკრაინაში გაგზავნეს.

🤝გვსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას მხარდაჭერისთვის.

📌 დიდი მადლობა საქველმოქმედო აქციის ყველა მონაწილეს!” – წერს საელჩოს ოფიციალური გვერდი

ბოლო სიახლეები