ეპისკოპოს დიმიტრის დაკრძალავენ 27 იანვარს დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძარში

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრს, ყოვლადუსამღვდელოეს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ნეტარხსენებულ ეპისკოპოს დიმიტრის დაკრძალავენ ხუთშაბათს, 2022 წლის 27 იანვარს, ქ. დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია:

“მწუხარებით ვიუწყებით, რომ ა.წ. 23 იანვარს, კვირას, ღვთივგანისვენა ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე); იგი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ახალგაზრდა და ფრიად ღირსეული მღვდელმთავარი.

დაკრძალვა შედგება ხუთშაბათს, 27 იანვარს, 14 საათზე დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.

ვუსამძიმრებთ მშობლებს, ახლობლებს და ყველას, ვინც იცნობდა მეუფე დიმიტრის, უყვარდა და პატივს სცემდა მას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა 2022 წლის 23 იანვარს, 46 წლის ასაკში.

საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი.

ბოლო სიახლეები