ილია მეორე პატრიარქად აღსაყდრების 44 წლის იუბილეს აღნიშნავს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პატრიარქად აღსაყდრების 44 წლის იუბილეს აღნიშნავს.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა აღასაყდრეს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია რომელსაც ეწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 

ინტრონიზაციის მთავარი ლოცვა წაიკითხა წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა (კერატიშვილი) 

ახლად აღსაყდრებულ პატრიარქს ისტორიული საპატრიარქო მიტრა გადასცეს ეპისკოპოსებმა (შემდგომში მიტროპოლიტები) გიორგიმ (ღონღაძე) და გრიგოლმა (ცერცვაძე).

კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებას ესწრებოდა ორი ეკლესიის მეთაური: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი და ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი ვაზგენი.

ვულოცავთ კათოლიკოს-პატრიარქ ილიას აღსაყდრების საიუბილეო თარიღს. ვუსურვებთ ღვთის წყალობასა და ჯანმრთელობას.

ბოლო სიახლეები