ილია II-მ უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაურს, მიტრ. ონოფრეს ინტრონიზაციის მე-8 წლისთავი მიულოცა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ინტრონიზაციის მერვე წლისთავი ოფიციალური წერილით მიულოცა უკრაინის რუსული ეკლესიის პირველიერარქს, მიტროპოლიტ ონოფრეს.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე არ აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, საქართველოს ეკლესიის მამამთავარი უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქს ოფიციალურად უწოდებს “უნეტარეს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს”.

ამასთანავე საქართველოს ეკლესიის მეთაურის ოფიციალურ წერილში უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაურისადმი საერთოდ არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ მიმდინარე ომზე.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოფიციალურ წერილში მიტროპოლიტ ონოფრესადმი ნათქვამია:

მის უნეტარესობას, უნეტარეს ონოფრეს, მიტროპოლიტს კიევისა და სრულიად უკრაინის

თქვენო უნეტარესობავ,

გულითადად გილოცავთ თქვენი მეთაურად არჩევის დღეს კიევის სამიტროპოლიტო კათედრაზე.

გისურვებთ მშვიდობას თქვენ და თქვენს სამწყსოს!

უფალმა გაკურთხოთ თავისი მფარველობით და მომავალში მოგცეთ მოთმინება და სიბრძნე, რათა ღირსეულად და ღმრთის მადლით ატაროთ თქვენი რთული ჯვარი.

ილია II,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

თბილისი, 2022 წ.”.

2022 წლის 17 აგვისტოს უკრაინის რუსული ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციიდან მერვე წელი შეუსრულდა.

წყარო

ბოლო სიახლეები