კორონავირუსით გარდაიცვალა ნეკრესის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელი გიორგი კირკიტაძე

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 25 იანვარს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, ღმრთივმიიცვალა ნეკრესის ეპარქიის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი კირკიტაძე.

მამა გიორგი 2004 წლიდან მსახურობდა ხსენებულ ტაძარსა და კიდევ სხვა რამდენიმე ტაძარში.

მღვდელ გიორგის დაკრძალავენ შაბათს, 2022 წლის 29 იანვარს, 14:00 საათზე, სოფელ გიორგეთის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის გალავანში.

მრავალმოწყალე ღმერთმა შეიწყალოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს ახალშესვენებულ მღვდელ გიორგის უკვდავი სული და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.

გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მღვდელი გიორგი.

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” მწუხარებას გამოთქვამს მღვდელ გიორგი კირკიტაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მრევლსა და ახლობლებს.

ბოლო სიახლეები