საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კორონავირუსული ინფექციის შედეგად წმინდა სინოდის სამი წევრი მღვდელმთავარი იმსხვერპლა:
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) – გარდაიცვალა 2020 წლის 20 ნოემბერს 65 წლის ასაკში;
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) – გარდაიცვალა 2021 წლის 19 სექტემბერს 62 წლის ასაკში;
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) – გარდაიცვალა 2022 წლის 23 იანვარს 46 წლის ასაკში.
“მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” აღრიცხვით კორონავირუსს საქართველოში ასევე ემსხვერპლა 18 მღვდელი, 2 დიაკონი, 2 ბერი და 4 მონაზონი.
მრავალმოწყალე და ყოვლადსახიერმა უფალმა ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები. ამინ.