მამა დავითი-პატრიარქს:,,მგალობელთა გუნდის რომში გაგზავნა არის უგნურება”

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

26 ივნისს სამების საპატრიარქო ტაძრის გუნდი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რომში გაემგზავრა, რასაც სამღვდელოების ნაწილში აღშფოთება მიჰყვა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას უგნურება უწოდა:

,,უნდათ შენიღბულად შემოსვლა საქართველოს ეკლესიაში გალობის მეშვეობით, აი ასეთ უგნურ ადამიანებთან ამყარებენ კავშირებს და ასე უნდათ შემოსვლა საქართველოს ეკლესიაში. 

 მე არ ვიცი ვინ არის მესვეური საეკლესიო მგალობელთა გუნდის იქ ჩასვლისა, რომში, მაგრამ ეს რომ არის უგნური რბილად რო ვთქვათ გადაწყვეტილება ცხადია, არ შეიძლება ქრისტესა და ბელიარს შორის ერთობა! არ შეიძლება მართლმადიდებელსა და კათოლიკეს შორის არანაირო ერთობა! ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის!”.

ბოლო სიახლეები