მარტვილელი ბერები პოლიციამ დააკავა – სალხინოს მონასტერში სპეცრაზმს ელოდებიან

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 5 ნოემბერს, დილით, ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს მონასტერში მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლები.

ფეისბუქ-გვერდ “სალხინო-წაჩხურუს მრევლის” ინფორმაციით, დაკავებულნი არიან მამა დანიელ გვილავა, მამა პეტრე ღუდუშაური, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა ბასილ გვილავა, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

“სალხინოში სტეფანე (იგულისხმება მიტროპოლიტი სტეფანე – შენ. რედ.) თანხმლები პირებით ჩოხოსნებით მივიდა და ბერები ლოცულობდნენ, მონასტრიდან გამოყარა, აწიოკებს დილიდან ყველა შევიკრიბოთ გთხოვთ სუსი მობილიზებული ჰყავს”, – წერს ზემოთ ხსენებული ფეისბუქ-გვერდი, რომელიც ასევე იუწყება, რომ ამ წუთებში სპეციალური დანიშნულების რაზმი მიდის სალხინოს მამათა მონასტერში.

ბოლო სიახლეები