მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ანტიდასავლური განწყობილების TOP-5 გამონათქვამი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

გთავაზობთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მკვეთრად რუსოფილი მღვდელმთავრის, კრემლისა და მოსკოვის საპატრიარქოს იმპერიალისტური ინტერესების აქტიური დამცველის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) შეხედულებებს დასავლურ (ევროპულ) ცივილიზაციაზე:

1. “ევროპული ღირებულებების მქადაგებლები თავისი სისტემიდან გამორიცხავენ რუსეთს, რომელსაც ევროპის კონტინენტის ნახევარი უკავია და თავის საზღვრებში აქცევენ ატლანტის გაღმა არსებულ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს”;

2. “საქართველოს ევროპაში კარს გაუღებენ, თუ დათანხდება გეი პარადების ჩატარებაზე და თუ არა – კარს დაგვიკეტავენ”;

3. “საიდან გაჩნდა რუსეთში ბოლშევიზმი? მისი ბელადები ხომ ემიგრაციაში ევროპასა და ამერიკაში იყვნენ და იქიდან დაფინანსდნენ”;

4. “ჩვენ გვეუბნებიან ამაზე /სახარებასა და ქრისტიანულ ცხოვრებაზე/ უარი თქვითო… ახლა ევროპული ღირებულებებია… ეს სადაური ტერმინია? გეოგრაფიული ტერმინი ღირებულებებზე ლაპარაკობს?! ევროპული… მაშინ, აზიურიც იყოს, აფრიკული იყოს, სამხრეთ ამერიკული, ჩრდილო ამერიკული… ანტარქტიდისაც ხომ შეიძლება?! ისიც ხომ კონტინენტია?! რა ღირებულებებზე მელაპარაკებით? ევროპა, რომელიც წარმართობაში იყო, იმის ღირებულება? თუ ქრისტიანული როცა იყო?! თუ, როცა კათოლიკეები ინკვიზიციით რომ წვავდნენ ადამიანებს კოცონზე?! რომელ ევროპაზე მელაპარაკებით თქვენ?! რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი?! დღევანდელი ევროპის ღირებულებებზე?! მაგრამ საფუძველი რა არის? ჩამოთვალოთ: დამპყრობლობა – აფრიკა, ამერიკა დაიპყრეს; კარგი, დაიპყრეს და აითვისეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამოხოცეს, რასისტული იყო”:

5. “საიდან წამოვიდა ათეიზმი? – ევროპიდან. ფაშიზმი? – ევროპიდან. მსოფლიო ომები? – ევროპიდან. რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ჩვენ?! ამიხსენით, რას გულისხმობენ?! უკაცრავად, გარყვნილებას, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებული არის, ამ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ?! ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებენ, რომ თქვენ თუ ამას არ მიიღებთ, ევროპაში არ მიგიღებთო”.

ბოლო სიახლეები