მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის კურთხევით ვაზიარე – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა უფლის უწმიდეს სისხლსა და ხორცს აზიარა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ციხის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ორმოცი დღეა მარხულობს და მისი სინანული და ღვაწლი წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველის სინანულსა და ღვაწლს შეადარა.

“ცხოვრებაში პატრიარქის გარეშე არაფერი გამიკეთებია. მიხეილ სააკაშვილმა შემოგვითვალა თვითონ, რომ სურდა ზიარება. როგორც კი პატრიარქს ვუთხარი, ერთი წუთი არ ჰქონია დაყოვნება და თქვა, რომ რადგან უნდა მას ზიარება, აუცილებლად უნდა ეზიაროს. ეს იყო რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით ერთი კვირის წინ. ამის შემდეგ ვემზადებოდი პროცედურულად. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მან მიიღო წმიდა ზიარება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ბოლო სიახლეები