მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმა ცხინვალში წირა – საქართველოს საპატრიარქო დუმს!

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ცხინვალში უკანონოდ აშენებული მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია, რომლის აგება არ იყო შეთანხმებული საქართველოს საპატრიარქოსთან ანტიკანონიკურ მოქმედებას განაგრძობს! 

ფორმალურად მიიჩნევა, რომ მოსკოვის საპატრიარქო ცხინვალს საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში აღიარებს, თუმცა ,,ერთმორწმუნე” რუსეთის და ეკლესია რა თქმა უნდა ცრუობს და უკვე შეუფარავად იჭრება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში.

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ესაიასთან დაუკითხავად მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმსახურმა, სეპარატისტულ ძალებთან ალიანსში მყოფმა დეკანოზმა სერგეიმ (კოკოევი) 19 იანვარს კვლავ კანონიკური წესრიგის დარღვევით აღასრულა ღვთისმსახურება ცხინვალში, რომელსაც ესწრებოდა მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ბიბილოვი.

ვნახოთ როგორ მოიქცა ალექსანდრიის საპატრიარქო მსგავსი შემთხვევისას: 

მას შემდეგ რაც მოსკოვის საპატრიარქო ანტიკანონიკურად შეიჭრა ალექსანდრიის უძველესი პრეზვიგენული საპატრიარქოს ტერიტორიაზე და დააპირა აფრიკაში რუსი სასულიერო პირების გაშვება, ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ დაუყოვნებლივ მოიწვია საგანგებო წმინდა სინოდის სხდომა და მოსკოვის საპატრიარქოს ამგვარად უპასუხა: 

1. ალექსანდრიის საპატრიარქო განკვეთავს ყველა იმ მღვდელმსახურს რომელიც ალექსანდრიის საპატრიარქოს ნებართვის გარეშე ფეხს დადგამს აფრიკაში.

2. ალექსანდრიის საპატრიარქომ წერილობით დახმარებისთვისიმართა მსოფლიო საპატრიარქოს

3. ალექსანდრიის საპატრიარქომ წერილობით მიმართა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს დაუყონებლივ დახმარების აღმოსაჩენად.

რას აკეთებს ამ დროს საქართველოს საპატრიარქო? 

-დუმს.

ბოლო სიახლეები