ნეკრესელი მიტროპოლიტის სერგის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2021 წლის 28 ოქტომბერს, ორმოცი დღე შესრულდა, რაც ღმრთივგანისვენა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი).

მეუფე სერგი 1992 წლის 25 დეკემბერს იქნა ხელდასხმული ეპისკოპოსად, 1996 წელს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, 2000 წელს – მიტროპოლიტის წოდება. 1992-1997 წლებში მართავდა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიას, ხოლო 1997-2021 წლებში – ნეკრესის ეპარქიას.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა 2021 წლის 19 სექტემბერს, 62 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციის შედეგად. დაკრძალულია ქ. ლაგოდეხის ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში.

სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლოს უფალმა, სულსა, მონისა ღმრთისა, მიტროპოლიტისა სერგისა და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.

ბოლო სიახლეები