რაჟდენობის წირვას ნიქოზში სინოდის უპირატესი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი დანიელი გაუძღვა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 16 აგვისტოს, წმიდა პირველმოწამე რაჟდენის ხსენების დღეს, ნიქოზის საკათედრო ტაძარში, სადაც დაკრძალულია წმ. რაჟდენი, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

საზეიმო ღმრთისმსახურებას გაუძღვა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის უპირატესი მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, რომელსაც თანამსახურებდნენ: ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი და სხვა სასულიერო პირები.

წმიდა პირველმოწამე რაჟდენი მეხუთე საუკუნეში ეწამა და აღესრულა იესო ქრისტეს მხოლოდჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის.

ფოტოები მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან

ბოლო სიახლეები