დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საპყრობილეში ეწვია და მოინახულა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მამა მიქელმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვა და მოკითხვა, ასევე ეკლესიის სახელით სთხოვა, შეწყვეტოს შიმშილობა, რადგან ეს არაქრისტიანული ქმედებაა.