საპატრიარქოსთან გამართული ანტივაქსერული აქციის მოთხოვნა გაუგებარია – დეკ. ანდრია ჯაღმაიძე

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დღეს, 2021 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან გამართულ ანტივაქსერული შინაარსის საპროტესტო აქციას და აცხადებს:

“ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა სინოდის და საპატრიარქოს განცხადებებში.

დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით,- “ვინმე მაინც შეგვხვდეს” სრულიად გაუგებარია.

წინასწარი შეთანხმების გარეშე, უფლებამოსილი პირისშეხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ვითარებაში შესაძლებელია წერილობით დატოვონ განსახილველად მათი წინადადება, თუ თხოვნა.”, – წერს მამა ანდრია.

“შეხვედრას სჭირდება დაგეგმვა, კვირას საღამოს, მით უმეტეს შეუთანხმებლად, შეხვედრები არ იმართება”, – დასძინა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ბოლო სიახლეები