საპატრიარქოსთან ულტიმატუმით საუბარი დაუშვებელია – მეუფე სპირიდონი საპატრიარქოსთან გამართულ აქციას გმობს [ვიდეო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი განცხადებას ავრცელებს ვიდეომიმართვის სახით და ეხმიანება 2021 წლის 5 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან გამართულ საპროტესტო აქციას, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს საპატრიარქომ მხარი დაუჭიროს მათ ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმების მოთხოვნაში.

მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ხსენებულ საპროტესტო აქციასთან მიმართებაში პარალელი გაავლო ბოლშევიკების ქმედებებთან, აქციის ორგანიზატორებს უწოდა თავში ავარდნილები და მათ და აქციის ყველა მონაწილეს სინანულისკენ მოუწოდა.

იხილეთ მეუფე სპირიდონის განცხადება

ბოლო სიახლეები