საპატრიარქოში შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რომლებიც ფაილების ავთენტიკურობის შემთხვევაში განკვეთას დაექვემდებარებიან

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გამოცხადდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თოთხმეტი მღვდელმთავარი, რომლებმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად უკანასკნელ ხანებში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ხსენებულ შეკრებაზე საუბარი წარიმართა 2021 წლის სექტემბერში გავრცელებული საიდუმლო ფაილების შესახებ.

მღვდელმთავრების შეფასებით ფაილებზე მოხდება მოკვლევა და გადამოწმება, თუ კრებსებში მოთხრობილი ფაქტები აღმოჩნდება რეალობა, მიიღებენ შესაბამის ზომებს, იმ ფონზე, როდესაც გავრცელებული ფაილების მიხედვით, შეკრებილი მღვდელმთავრებიდან რამდენიმე იერარქს ბრალად ედება მრუშობა, მამათმავლობა, მკვლელობა (აბორტის ცოდვა), ნარკომანია, თაღლითობა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და აგენტურული საქმიანობა და ა.შ.

საგულისხმოა, რომ ამ დრომდე არ ჩანიშნულა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სავალდებულო საშემოდგომო სხდომა.

ბოლო სიახლეები