საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 6 ეპარქია უმღვდელმთავროდაა, ზოგ მათგანში კი დროებით მმართველებად სხვადასხვა ეპარქიისს მღვდელმთავრები დაადგინეს.
დადგენილი მართველი მღვდელმთავრები არ ჰყავს შემდეგ ეპარქიებს:
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას;
რუსთავის ეპარქიას;
ნეკრესის ეპარქიას;
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას;
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას;
ავსტრიისა და გერმანიის ქართულ ექსარქიას.
შეგახსენებთ, გასულ 2021 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება დაირღვა და სავალდებულო წმინდა სინოდის მეორე სხდომა არ გაიმართა.