საქართველოს საპატრიარქოს პასუხი პატრიარქ კირილეს: ,,სამწუხაროა”

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ რაც რუსეთის ოკუპანტი ეკლესიის ხელმძღვანელმა კირილე გუნდიაევმა საჯაროდ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ არ სცნობს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ღია წერილით ულოცავა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ახალ ლიდერს ,,პრეზიდენტ” ალან გაგლოევს

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე საპასუხო წერილი გამოჩნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, მანამ კი დავსძენთ რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადების ა) პუნქტი ფაქტობრივი სიცრუეა.

საპატრიარქო წერს – ,,ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. “

რუსეთის საპატრიარქო – ცხინვალში ააგო ტაძრი, პერმანენტულად ადგენს და გზავნის მღვდელმსახურებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

განცხადება:

⛪ საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან

ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.

სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას.

➡️ 16.05.2022”

ბოლო სიახლეები