უპატრიარქო სვეტიცხოვლობა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის 44 წლიანი მმართველობის პერიოდში, პირველად, ოქტომბრის სვეტიცხოვლობის დღესასწაული კათოლიკოს-პატრიარქის გარეშე ჩატარდა. გულისამაჩუყებელი იყო დღევანდელი სვეტიცხოვლი პატრიარქის გარეშე, თუმცა მიზეზი მამამთავრის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

დღევანდელ საზეიმო საღმრთო ლიტურგიას უძღვებოდა კათოლიკოს-პატრიარქის ერთ-ერთი ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპლიტი შიო (მუჯირი), რომელსაც თანამსახურებდა საქართველოს ეკლესიის თოთხმეტი მღვდელმთავარი.
სვეტიცხოვლობის საზეიმო წირვაზე არ მივიდნენ ისტორიულ კათედრათა მღვდელმთავარნი :

ნიქოზელი ისაია;
ცურტაველი ვახტანგი;
წილკნელი ზოსიმე;
ტყიბულელ-თერჯოლელი გიორგი (წმიდა სინოდის ასაკით უხუცესი წევრი);
მროველ-ურბნელი იობი;
შემოქმედელი იოსები;
ფაზისელი გრიგოლი;
ბათუმ-ლაზელი დიმიტრი;
მესტია-სვანეთის ილარიონი და სხვანი.

ტრადიციის მიხედვით, სვეტიცხოვლობას, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა სრული უმრავლესობა იმყოფებოდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგიაზე. 2021 წელს კი პირველად წმინა სინოდის 42 მღვდელმთავრიდან მხოლოდ 14 გამოცხადდა.

აღსანიშნავია ასევე ის უცნაური ფაქტი, რომ ცოცხალი და მოქმედი პატრიარქის პირობებში დიდ და წმიდა შესვლისას გაჟღერდა ფრაზა “საქართველოს ეკლესიის მოსაყდრე”, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ცოცხალია და სწორედ იგი გახლავთ საქართველოს ეკლესიის მოსაყდრე წმიდა ანდრია მოციქულის ტახტზე.

ბოლო სიახლეები