საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი კორონავირუსული ინფექციისგან განიკურნა.
მიტროპოლიტ გრიგოლს კორონავირუსული ინფექცია გასულ კვირაში დაუდასტურდა და ის მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გადიოდა, საიდანაც დღეს გაწერეს.
ვმადლობთ უფალს და ვულოცავთ მიტროპოლიტ გრიგოლს გამოჯანმრთელებას.