ქართველი მღვდელმთავრები რომლებმაც ღიად დაუჭირეს მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი 13 მღვდელმთავარი, საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას! 

მღვდელმთავრები რომლებიც საჯაროდ უჭერენ მხარს უკრაინის ავტოკეფალიას:

✝️ მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) – ,,ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲙᲔᲤᲐᲚᲘᲐᲡ ᲩᲕᲔᲜ ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲕᲣᲭᲔᲠᲗ ᲛᲮᲐᲠᲡ!”

✝️ მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) – ,,უკრაინა არის 50 მილიონიანი მოსახლეობით და თუ ეს მათი კეთილი ნებაა, მე პირადად ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის ღირსები არიან”.

✝️ მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) – ,,მე ვფიქრობ [ავტოკეფალია] ეკუთვნით“.

✝️ მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)- ,,მე ვიტყოდი რომ მსოფლიოში მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას ინარჩუნებს კოსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, რომ არა კოსტანტინეპოლის საპატრიარქო შეიქმნებოდა ქაოსი, ამრიგად ჩვენ გვმართებს გააზრება იმისა რომ კოსტანტინეპოლის საპატრიარქოს უფლებები [ავტოკეფალიის გადაცემა, ავტოკეფალიის ჩამორთმევა] იყოს ლეგიტიმირებული და აღიარებული!”

✝️ მიტროპოლიტი იოსები (კიკვიძე) – ,,ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია ქონდეს!”

✝️ მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – ,,ვერაფერი გადაწონის უკრაინის სურვილს ჰქონდეს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

✝️ მიტროპოლიტი ანტონი (ბულიხია) – კითხვაზე ეკუთვნის თუ არა უკრაინას ავტოკეფალია – ,,გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს”

✝️ მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) – ,,გაცნობებთ, რომ გულდასმით გავეცანი და შევისწავლე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებისათვის მსოფლიო-საპატრიარქოს მიერ საკმარისად ხანგრძლივ დროში ფილიგრანული მეთოდით მოცემულ სამართლებრივ-ეკლესიოლოგიურ მასალებს, სადაც კანონიკური ნორმებისა და იურიდიული საფუძვლების მიხედვით ზედმიწევნით დასაბუთებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების საჭიროება და ავტოკეფალიის მინიჭების მართებულობა.”

✝️ მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) – ,,უკრაინის ეკლესიას უკვე აქვს ავტოკეფალია; შინაგანი თანაგრძნობა სინოდის უმეტესი წევრებისგან ნამდვილად აქვთ, უბრალოდ, დროის საკითხია.”

✝️ ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) – ,,ელადის (საბერძნეთი) წმინდა სინოდმა აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ΑΞΙΟΣ. იმედია, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდიც მალე ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

✝️ ეპისკოპოსი დოსითეოზი (ბოგვერაძე) – ,,სოლიდარობას ვუცხადებთ ყოველ მორწმუნეს უკრაინაში, რომელ იურისდიქციაშიც არ უნდა იმყოფებოდეს ის, განსაკუთრებით უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას.”

✝️ ეპისკოპოსი გიორგი (ჯანდელიანი) – ,,ადგილობრივმა ეკლესიებმა მართებული იქნება, რომ აღიარონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია”

✝️ ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) – ,,მალე დადგება დღე, როცა საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას!”

უკრაინის ავტოკეფალიას ასევე მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) რომელიც დროებით არ იმყოფება წმინდა სინოდის შემადგენლობაში – ,,უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია!

მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ინფორმაციით წმინდა სინოდის წევრთა სრული უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, პროცესს აფერხებს რუსოფილ მღვდელმთავართა მცირერიცხოვანი ჯგუფი.

ბოლო სიახლეები