ღირსე ისე წილკნელი ეპისკოპოსის ხსენების დღე აღინიშნა წილკანში [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 15 დეკემბერს (ახ.სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა ღირსესი ისესი, წილკნელი ეპისკოპოსისა, რომელიც არის ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი და მოღვაწეობდა მე-6 საუკუნეში.

დღესასწაულთან დაკავშირებით წილკნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც წმიდა ისე განისვენებს, საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინეს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ და წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა.

წილკანში ასევე ჩავიდა ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია. წილკნისა და დუშეთის ეპარქიას ასევე სტუმრობდნენ სასულიერო პირები საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიიდან.

ბოლო სიახლეები