COVID-19-ით გარდაიცვალა ალერტის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი გაბრიელი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 27 დეკემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 33 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ჭყონდიდის ეპარქიის ალერტის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი გაბრიელი (ცქვიტაია).

ის მკურნალობის კურსს გადიოდა თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამა გაბრიელს სხვა თანმდევი დაავადებებიც აწუხებდა.

მრავალმოწყალე ღმერთმა შეიწყალოს და აცხოვნოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მღვდელმონაზონი გაბრიელი.

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” მწუხარებას გამოთქვამს მღვდელმონაზონ გაბრიელის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის საძმოს, სულიერ შვილებსა და ოჯახის წევრებს.

ბოლო სიახლეები