კორონავირუსით გარდაცვლილი სერბი მღვდელმთავარი დაკრძალეს [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ლავრენტი (ტრიფუნივიჩი) ბელგრადის სამხედრო საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ეპისკოპოს ლავრენტის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას თან დაერთო კორონავირუსული ინფექცია რის შედეგადაც 88 წლის მღვდელმთავარი გარდაიცვალა.

ეპისკოპოსი ლავრენტი ეპისკოპოსად 1969 წელს აკურთხეს.

შეგახსენებთ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კოვიდ 19-ს 4 მღვდელმთავარის და პატრიარქ ირინეოსის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღეს, 26 იანვარს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ლავრენტი დაკრძალეს. მსახურებას ბელგრადისა და სრულიად სერბეთის პატრიარქი პორფირი და სერბეთის ეკლეისის მღვდელმთავრები დაესწრნენ.

ბოლო სიახლეები