სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ლავრენტი (ტრიფუნივიჩი) დღეს საღამოს ბელგრადის სამხედრო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეპისკოპოს ლავრენტის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას თან დაერთო კორონავირუსული ინფექცია რის შედეგადაც 88 წლის მღვდელმთავარი გარდაიცვალა.
ეპისკოპოსი ლავრენტი ეპისკოპოსად 1969 წელს აკურთხეს.
შეგახსენებთ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კოვიდ 19-ს 4 მღვდელმთავარის და პატრიარქ ირინეოსის სიცოცხლე ემსხვერპლა.