“მოგება თუ წაგება, ორივე ახალ გამოწვევად უნდა მივიღოთ” – პატრიარქი პორფირე [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 5 ოქტომბერს უწმიდესმა სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადის საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა სერბეთის ქალთა და მამაკაცთა წითელი ვარსკვლავის საკალათბურთო კლუბის წევრებს.

“მე სპორტს სულიერ დისციპლინად ვხედავ. სპორტი არის კურთხეული შეჯიბრი იმაში, რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია საკუთარი თავის საკეთილდღეოდ; ამიტომ მაშინაც კი, როდესაც ჩვენ წავაგებთ, ის უნდა იყოს გამოწვევა კიდევ უფრო დიდი ძალისხმევისაკენ, რომ გავხდეთ უკეთესი, ვიპოვოთ სათნოება”, – განაცხადა შეხვედრისას უწმიდესმა პატრიარქმა პორფირემ.

სერბეთის პატრიარქმა კალათბურთელები დალოცა და წარმატებები უსურვა მათ.

ბოლო სიახლეები