პირდაპირი ბელგრადიდან: სერბეთისა და ჩრ. მაკედონიის ეკლესიის მეთაურები ერთობლივ ლიტურგიას აღასრულებენ [ვიდეო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ რაც მსოფლიო საპატრიარქომ კანონიკურ ხარისხში აღადგინა ჩრ. მაკედონიის, იგივე ოხრიდის ეკლესიის იერარქია, სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ევქარისტიული კავშირი აღადგინოს ამ ეკლესიასთან.

დღეს, 2022 წლის 19 მაისს ბელგრადის წმინდა საბას სახელობის საკათედრო ტაძარში ერთობლივ ლიტურგიას აღასრულებს სერბეთის უწმინდესო პატრიარქი პორფირე და ოხრიდისა და სრულიად ჩრდილოეთ მაკედონიის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე. ერთობლივ ლიტურგიაში ასევე მონაწილეობენ სერბეთისა და ოხრიდის ეკლესიების მღვდელმთავრები და სასულიერო პირები.

მსახურებას ესწრება სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდის თითქმის ყველა წევრი და დიდი რაოდენობით მრევლი.

ბოლო სიახლეები