სამძიმრის წერილი სერბეთის პატრიარქს ჩრ. მაკედონიიდან

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მას შემდეგ, რაც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ლავრენტი გარდაიცვალა, ჩრდილოეთ მაკედონიის არაღიარებული ეკლესიის მეთაურმა, ოხრიდისა და სრულიად ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ სამძიმრის წერილი ბელგრადისა და სრულიად სერბეთის პატრიარქ პორფირის გაუგზავნა.

თქვენო უწმინდესობავ, განსაკუთრებულ მწუხარებას გამოვთქვამთ ნეტარი ეპისკოპოს ლავრენტის გარდაცვალების შესახებ. ნება მომეცით, ჩვენი და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წმინდა სინოდის, სასულიერო პირების, მონასტრისა და ყველა მორწმუნე შვილების სახელით, გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და ჩვენი ძმური თანაგრძნობა სერბეთის და მართლმადიდებლური ეკლესიის სამწუხარის გამო და ყველას, ვინც პატივს სცემდა ეპისკოპოს ლავრენტის” – წერს სამძიმრის წერილში მთავარეპისკოპოსი სტეფანე.

შეგახსენებთ, ოხრიდის (იგივე ჩრ. მაკედონიის) ავტოკეფალური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი წარმოშობის კათედრაა, რომელიც სერბეთის ეკლესიამ სქიზმატურად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასულ საუკუნეში ჩრ. მაკედონიის ეკლესიის ეპისკოპოსებმა გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენა მოითხოვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთის საპატრიარქო ნაწილობრივ აღიარებს ოხრიდის ავტოკეფალურ ეკლესიას და მასთან ლოცვით კავშირში იმყოფება

ბოლო სიახლეები