სერბეთისა და ჩრ. მაკედონიის ეკლესიის მწყემსმთავრები 19 მაისს ერთობლივ ლიტურგიას აღასრულებენ

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ამ შესახებ ინფორმაციას სერბეთის საპატრიარქო ავრცელებს და მორწმუნე მრევლს ამ საზეიმო ლიტურგიაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

“უფლის მიმართ მადლიერებითა და სიხარულით ვაცნობთ წმინდა ეკლესიის მთელ სისავსეს, რომ
სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირე და ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე სერბეთისა და მაკედონიის ეკლესიათა იერარქებთან ერთად, ხუთშაბათს, 2022 წლის 19 მაისს ბელგრადის წმინდა საბას საკათედრო ტაძარში აღავლენს ერთობლივ ლიტურგიას. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ამ გზით მოხდება ორი და ეკლესიის ლიტურგიულ კანონიკური თანაზიარების აღდგენა” – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები