სერბეთის ახალი პატრიარქი მსოფლიო საპატრიარქოს ეწვევა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

მართლმადიდებელი ეკლესიის წესის თანახმად, როდესაც ადგილობრივ ეკლესიაში ახალ მეთურს აირჩევენ, მაშინ ის სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მწყემსმთავრებს “მშვიდობის ეპისტოლეს” უგზავნის, სადაც ის აცნობებს მისი გამორჩევის შესახებ. ამის შემდეგ ახალი მწყემსმთავარი პირველი საყდრიდან დაიწყებს და ყველა ეკლესიებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ბელგრად-კალოვაცისა და სრულიად სერბეთის პატრიარქი პორფირი მსოფლიო საპატრიარქოს ეწვევა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდება. არსებული ინფორმაციის თანახმად ორი ეკლესიის მეთური უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე და ზოგადად მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.

ბოლო სიახლეები