სერბეთის ეკლესიამ აღიარა მსოფლიო საპატრიარქოს განჩინება და ევქარისტიული ერთობა აღადგინა ჩრ. მაკედონიის ეკლესიასათან

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2022 წლის 16 მაისს შედგა სერბეთის მართლმადიდბელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც პატრიარქი პორფირი თავმჯდომარეობდა. ეპისკოპოსთა წმინდა სინოდმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო აქტი, რის საფუძველზეც აღიარებს სერბეთის ეკლესიის მიერ გადაცემულ ფართო ავტონომიას იქამდე, სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება მისი ავტოკეფალური სტატისის საკითხი. აქედან გამომდინარე სერბეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა გადაწყვიტა:

 – “უფლის მიმართ მადლიერებითა და სიხარულით სინოდი მიესალმება საყოველთაოდ აღიარებული კანონიკური სტატუსის მიღებას [ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის მხრიდან], რაც არის 1959 წელს მინიჭებული მაქსიმალურად ფართო ავტონომიის, ანუ სრული შიდა დამოუკიდებლობის სტატუსი.

 – ვინაიდან ამით აღმოიფხვრა 1967 წელს ავტოკეფალიის ცალმხრივი გამოცხადებით გამოწვეული ლიტურგიკული და კანონიკური ურთიერთობრბის შეწყვეტის მიზეზები, ამ წუთიდან მყარდრბა სრული ლიტურგიკული და კანონიკური კავშირი [ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ

ეკლესიასთან];

 – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ ტერიტორიაზე ერთიანობის დამყარებით და კანონის უზენაესობის პირობებში დიალოგი ჩრდილოეთ მაკედონიის ეპარქიების მომავალსა და საბოლოო სტატუსზე არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ მიზანმიმართული, ლეგიტიმური და რეალისტურია;

 – მათ მომავალ და შესაძლოა საბოლოო კანონიკურ სტატუსზე დიალოგში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ კანონიკური, საეკლესიო და სამოძღვღო პრინციპებით, კრიტერიუმებითა და წესებით, „გეოპოლიტიკური“, „ეკლესიურ-პოლიტიკური“ და „საეკლესიო-პოლიტიკური“ ინტერესების გარეშე. სხვა მოცემული ან ცალმხრივი ინიციატივებისთვის და არ დაექვემდებარება ვინმეს გავლენას ან ზეწოლას;

 – და ბოლოს, ეპისკოპოსთა წმიდა სინოდი არ აპირებს ახალ და ეკლესიას, მისი სტატუსის საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ, დააკისროს შემზღუდველი დებულებები მისი იურისდიქციის მასშტაბის შესახებ სამშობლოში და დიასპორაში. ასევე ხელს შეუწყობს საეკლესიო სახელწოდებასთან დაკავშირებით ბერძნულ და სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ძმური დიალოგის გამართვას”.

აქედან გამომდინარე სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა სრულად აღადგინა ევქარისტიული და კანონიკური კავშირები ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდბელ ეკლესიასთან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სინოდის ოქმში არ არის საუბარი ჩრ. მაკედონიის ყოფილი “სქიზმატური” იერარქიის აღდგენაზე, არამედ პირდაპირ ევქარუსტიული კავშირის დამყარებაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერბეთის ეკლესიამ აღიარა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც ჩრ. მაკედონიის იერარქიის კანონიკურ ხარისხში აღდგენა მოხდა.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესია კვლავ ისე გააგრძელებს არსებობას, როგორც აქამდე (ფართო ავტონომია და სრული შიდა დამოუკიდებლობით), მაგრამ მისი საბოლოო კანონიკური სტატუსის გადაწყვეტაზე დიალოგი გაგრძელდება. რაც მთავარია ჩრ. მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია სრულად კანონიკურია და სრულ ევქარისტიული ერთობაშია მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებთან.

ბოლო სიახლეები