ჩრდილოეთ მაკედონიის, იგივე ოხრიდის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 23 და 24 მაისს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია პატრიარქ პორფირეს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიას ეწვევა.
24 მაისს სერბეთის პატრიარქი პორფირე და ოხრიდისა და სრულიად ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარეპისკოპოსი სტეფანე სკოპოეს წმინდა კლიმენტი ოხრიდელის სახელობის საკათედრო ტაძარში ერთობლივ ლიტურგიას აღასრულებენ.