სერბეთის ეკლესიის ყოფილი მოსაყდრე: ,,ვართ ძალიან ბედნიერები”

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

19 მაისს ბელგრადის წმინდა საბა სერბის სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა სერბეთისა და ჩრ.მაკედონიის მაეთლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების ერთობლივი წირვა.

1967 წელს ოფიციალურად ჩრ.მაკედონიის ეკლესია გამოეყო სერბეთის ეკლესიას და გავიდა სქიზმაში, 55 წლის შემდეგ მსოფლიო საპატრიარქომ ჩრ.მაკედონიის განყენებული იერარქია კანონიკურ ხარისხში აღადგინა, რაც პირველმა სერბეთის ეკლესიამ სცნო და დაადასტურა.

შეგახსენებთ დღეიდან ჩრ.მაკედონიის ეკლესია ევქარესტიულ ერთობაში შევიდა ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასთან!

სერბეთის ეკლესიის მღვდელმთავარმა, ბოსნიის მიტროპოლიტმა და სერბეთის ეკლესიის ყოფილმა მოსაყდრემ მეუფე ქრიზოსტომოსმა განაცხადა რომ ამ დღით ყველა ბედნიერია, ხარობს ერი და ბერი.

ბოლო სიახლეები