სერბეთის პატრიარქმა ჩრ. მაკედონიის ეკლესიის მეთაურს ავტოკეფალიის აღიარების ტომოსი გადასცა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2022 წლის 5 ივნისს ბელგრადის საკათედრო ტაძარში რიგით მესამე ერთობლივი საღმრთო ლიტურგია აღესრულა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სერბეთისა და ოხრიდის ეკლესიათა მეთაურები და წარმომადგენლები.

საკვირაო ლიტურგიას წარუძღვნენ უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქი პორფირე და უნეტარესი ოხრიდისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარეპისკოპოსი სტეფანე. 

საზეიმო წირვის დასასრულს სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ოხრიდის მთავარეპისკოპოს სტეფანეს ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ტომოსი გადასცა. 

როგორც ცნობილია, ამა წლის 12 ივნისს ოხრიდისა და სრულიად ჩრდილოეთ მაკედონიის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე მსოფლიო საყდარს ეწვევა და მის ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად ერთობლივ ლიტურგიას აღასრულებს . აქვე ცნობილი ხდება, რომ მსოფლიო საპატრიარქო ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს გადასცემს და დაადასტურებს ჩრდილოეთ მაკედონიის ავტოკეფალურ სტატუსს. 

როგორც თავად უნეტარესი სტეფანე აღნიშნავს ავტოკეფალიის მინიჭების პრივილეგია სწორედ მსოფლიო საპატრიარქოს გააჩნია, ამიტომ მას მიმართავს თხოვნით ჩრ. მაკედონიის ეკლესიას ავტოკეფალია გადასცეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 10-მა ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოსგან მიიღო. ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაშიც სწორედ მსოფლიო საპატრიარქო გამოაცხადებს ავტოკეფალიას.

ბოლო სიახლეები