სერბეთის პატრიარქ პორფირეს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

უწმიდეს სრულიად სერბეთის პატრიარქსა და პეჩის მთავარეპისკოპოს და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტ პორფირეს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

უწმიდესი პატრიარქი პორფირე საშობაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მან 2021 წლის 10 იანვარს თავი შეუძლოდ იგრძნო, ხოლო დღეს, 11 იანვარს აღებულმა კოვიდტესტმა კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურა.

უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქი პორფირე სამოცი წლისაა. ცნობილია, რომ ის კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი.

“პატრიარქს აღენიშნება ვირუსული ინფექციის ძალიან მსუბუქი სიმპტომები, დანიშნულია შესაბამისი მკურნალობა და იტარებს ყველა ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებას”, – ნათქვამია სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაში.

საღმრთო მშვიდობას, კურნებასა და დღერძელობას ვუსურვებთ უწმიდეს პატრიარქ პორფირეს.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქ პორფირეს წინამორბედი სრულიად სერბეთის პატრიარქი ირინეოსი 2020 წლის 20 ნოემბერს კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა. კორონავირუსული ინფექციით ასევე გარდაიცვალნენ სერბეთის საპატრიარქოს სამი მღვდელმთავარი და ერთი მღვდელმთავარყოფილი.

ბოლო სიახლეები