სერბეთის საპატრიარქომ სცნო ჩრ. მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 2022 წლის 24 მაისს სერბეთის პატრიარქმა პორფირემ და ოხრიდისა და სრულიად ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ სკოპოეს წმინდა კლიმენტი ოხრიდელის სახელობის საკათედრო ტაძარში ერთობლივი ლიტურგიას აღასრულეს.

ლიტურგიის დასასრულს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ განაცხადა, რომ წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება სცნოს ჩრდილოეთ მაკედონიის, იგივე ოხრიდის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.

“სიხარული და სიყვარული დავინახე ყველას თვალებში!  მე ვგრძნობ ვალდებულებას და მოვალეობას როგორც ჩემი, ასევე სერბეთის ეკლესიის იერარქების წინაშე და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავძლიეთ დაბრკოლებები და ახლა ერთი ვართ.  ახლა მინდა გაუწყოთ კარგი ამბავი!  სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უპასუხა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნას და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ავტოკეფალიის სტატუსის აღიარების შესახებ” – განაცხადა სერბეთის პატრიარქმა.

ბოლო სიახლეები