სერბეთის საპატრიარქო ტახტის ყოფილი მოსაყდრე მღვდელმთავრობის 30 წლისთავს აღნიშნავს

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი სამღვდელმთავრო ქიროტონიის ოცდაათი წლის იუბილეს აღნიშნავს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა თავის ეპარქიაში მიიწვია სრულიად სერბეთის უწმიდესი პატრიარქი პორფირე.

შეგახსენებთ 2020 წლის ნოემბერში, უწმინდესი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალების შემდგომ, სერბეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა დაბრო-ბოსნიის მიტროპლიტი ქრიზოსტომოსი სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ აირჩია, თუმცა, მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი საპატრიარქო არჩევნებში კანდიდატადაც არ დასახელებულა, მან მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევამდე დღის განმავლობაში იმსახურა, როგორც დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ და შემდეგ კვლავ თავის ეპარქიაში დაბრუნდა, გავრცელებული ინფორმაციით ის მიმდინარე წლის ბოლოს პენისიაზე გასვლას აპირებს.

ბოლო სიახლეები