სერბეთში ახალი ეპისკოპოსი აკურთხეს [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2021 წლის 4 ოქტომბერს ბელგრადის წმიდა საბას სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ მარკანის ეპისკოპოსად გამორჩეული არქიმანდრიტ საბას ხელდასხმა ეპისკოპოსად.

საღმრთო ლიტურგიასა და ეპისკოპოსად ხელდასხმას უძღვებოდა უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქი პორფირე, რომელსაც თანამსახურებდნენ სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრები.

საღმრთო ლიტურგიასა და ეპისკოპოსის ქიროტონიაში ასევე მონაწილეობდა იერუსალიმის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი არისტობულოსი, რომელიც სტუმრად ეწვია სერბეთის საპატრიარქოს.

ეპისკოპოსი საბა დადგენილია მარკანის მღვდელმთავრად.

ბოლო სიახლეები