ჩვენ უკრაინის საკითხში მოსკოვის საპატრიარქოს მხარეს ვართ – სერბეთის პატრიარქი

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

სერბეთის პატრიარქი პორფირე რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ებრძვის ერთ-ერთ უკრაინულ არხს დისტანციურ ინტერვიუზე დასთანხმდა სადაც პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე ისაუბრა

,,ჩვენი პოზიცია უკრაინის საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით ცნობილია!  

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველი, ვინც დაინტერესებულია ამ თემებით, დამეთანხმება და მე შემიძლია მხოლოდ აღვნიშნო ის გასაოცარი სიმარტივე რომლითაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უგულებელყოფს ეკლესიის წმინდა კანონებს, ეკლესიოლოგიას, მართლმადიდებლური ეკლესიის უძველეს ფუნქციასა და წმიდა ტრადიციას. 

ჩვენ ვაცხადებთ რომ მხარს ვუჭერთ რუსეთის საპატრიარქოს და  რუსეთის მართლმადიდებლ  ეკლესიასთან ერთად არ დავთმობთ სიყვარულს კოსტანტინეპოლის დედაეკლესიის მიმართ! 

ამიტომ ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ დადგება დღე და რაც შეიძლება მალე, უარყოფილი იქნება კოსტანტინეპილის დედა ეკლესიაზე გავლენები არაეკლესიური ძალებისა.

ჩვენ პოზიციას არ შევცვლით! ჩვენ ვუწევთ და გავაგრძელებთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიტროპოლიტ ონუფრესადმი (მოსკოვის საპატრიარქო) და მის ეკლესიისადმი. 

  ამ მოვლენაში (გულისხმობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას)  მართლმადიდებლობის მტრებმა – და მე ვიტყოდი: ქრისტიანობის მტრებმა – დაინახეს შესაძლებლობა, გაეყოთ ავტოკეფალური ანუ ავტონომიური ეკლესიები, ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რა ხდება უკრაინაში ეს არის ეკლესიის გახლეჩის მცდელობა.”

ბოლო სიახლეები