სუმადის ეპისკოპოსი იოანე კოვიდ-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა სერბეთის საპატრიარქოს ერთ-ერთ მღვდელმთავარს, სუმადის ეპისკოპოს იოანეს.

მღვდელმთავარს კონტაქტი ჰქონდა უწმიდეს სრულიად სერბეთის პატრიარქ პორფირესთან, რომელსაც ასევე დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

სუმადის ეპისკოპოს იოანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ამჟამად მკურნალობის კურსს გადის სერბეთის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში.

საღმრთო მშვიდობას, მსწრაფლ კურნებასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ ეპისკოპოს იოანეს.

ბოლო სიახლეები