ვებ-გვერდ “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” განცხადება

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

📢 ყ უ რ ა დ ღ ებ ა !

❗️ აღდგა საინფორმაციო-შემეცნებითი საეკლესიო ვებ-გვერდი “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” – www.wenews.ge

🔺 რვათვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ჩვენი ვებ-გვერდი კვლავ თქვენს სამსახურშია, მსოფლიო საეკლესიო სივრცეში არსებული სიახლეებით, შემეცნებითი ცნობებით, საღვთისმეტყველო და საისტორიო სტატიებით.

🚩 შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ვებ-გვერდმა არაერთგზის გაავრცელა ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსკოვის საპატრიარქოს ანტიკანონიკური და საოკუპაციო ქმედებებისა და ამ ფაქტებისადმი საქართველოს საპატრიარქოს უმოქმედობის შესახებ, ჩვენს ვებ-გვერდზე განხორციელდა ფართომასშტაბიანი ჰაკერული შეტევა, რომლის შედეგად “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” ვებ-გვერდი სრულად დაიბლოკა, თუმცა, ჩვენი გუნდი მთელი ამ დროის მანძილზე თქვენთვის მუშაობდა ფბ-გვერდის მეშვეობით, რომელსაც დღეიდან უკვე კვლავ განვაგრძობთ “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” აღდგენილ ვებ-გვერდზე.

✔️ ჩვენი პრინციპები უცვლელია: მოგაწოდოთ უახლესი ცნობები მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მათ შორის საქართველოს ადგილობრივ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასევე, პერიოდულად განვათავსებთ საღვთისმეტყველო და საისტორიო წერილებს, ხოლო კვლავ ვიქნებით ერთგულნი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კეთილდღეობის მისიის, გარე და შიდა ავმოსურნეთა მხილებისა და ამ ფონზე საზოგადოებისთვის საეკლესიო მიმართულებით ჯანსაღი საინფორმაციო ველის შექმნის აქტიური ხელშემწყობნი.

🔶 ვსასოებთ უფალსა და თითოეული ჩვენი ერთგული მკითხველისა და კეთილმოსურნის თანადგომას, რათა ღირსეულად შევძლოთ ჩვენი საქმისა და მასზე დაფუძნებული ღირსეული მიზნების აღსრულება.

ბოლო სიახლეები