თურქეთში კიდევ ერთი აია სოფია მეჩეთად გადაკეთდა [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ამა წლის 26 დეკემბერს თურქეთის რელიგიის სამინისტროს გადაწყვეტილებით კიდევ ერთი ისტორიული მართლმადიდებლური ტაძარი, ადრიანუპოლის აია სოფია გადაკეთდა მეჩეთად.

რელიგიის საკითხების ხელმძღვანელი Ali Erbaş გახლდათ კონსტანტინეპოლის აია სოფიის კვლავ მეჩეთად გადაკეთების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც ასევე თურქეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრია.

ამჯერად 56 წლიანი რესტავრაციის შემდეგ ადრიანუპოლის აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებაც სწორედ მისი ინიციატივა იყო. მართლმადიდებლური სიწმინდის მეჩეთად გადაკეთებისა და გახსნის დღეს ალი ერბაშმა განაცხადა: “56 წლის შემდეგ აია სოფიას მეჩეთი კვლავ დაბრუნდა. დაე ყოვლადძლიერმა ალაჰმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა მისი მინარეთებიდან. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ვინც მის აღდგენაში მიიღო მონაწილეობა”.

შეგახსენებთ ადრიანუპოლის აია სოფიას საკათედრო ტაძარი XII საუკუნეში აშენდა, ხოლო 1456 წელს ოსმალებმა უნიკალური ბიზანტიური ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს. მოგვიანებით კი მას მუზეუმის სტატუსი ჰქონდა. ამა წლის 26 დეკემბერს კი კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.

თურქეთის რელიგიის საქმეთა მინისტრი ალი ერბაში

ბოლო სიახლეები