ჩრ. მაკედონიაში წმინდა კლიმენტის ოხრიდელის ხსენება აღნიშნეს [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

ჩრდილოეთ მაკედონიის, იგივე ოხრიდის არაღიარებულმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ წმინდა კლიმენტი ოხრიდელის (Χ ს.) ხსენების დღე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია ქალაქ სკოპიაში აღესრულა. საზეიმო წირვა აღნიშნული ეკლესიის მღვდელმთავრებმა აღასრულეს, ხოლო ეკლესიის მეთაური მთავარეპისკოპოსი სტეფანე ლიტურგიას კათედრიდან დაესწრო. წინა დღეს წესისამებრ აღესრულა სადღესასწაულო მწუხრი.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდა ასევე ბიგორსკის მამათა მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი პართენი და ამავე მონასტრის მონაზონ მგალობელთა გუნდი.

შეგახსენებთ, ოხრიდის ავტოკეფალური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი წარმოშობის კათედრაა, რომელიც სერბეთის ეკლესიამ სქიზმატურად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასულ საუკუნეში ჩრ. მაკედონიის ეკლესიის ეპისკოპოსებმა გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენა მოითხოვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთის საპატრიარქო ნაწილობრივ აღიარებს ოხრიდის ავტოკეფალურ ეკლესიას და მასთან ლოცვით კავშირში იმყოფება. 

ჩრ. მაკედონიის არაღიარებული ეკლესიის მეთაური, ოხრიდისა და სრულიად მაკედონიის მთავარეპისკოპოსი სტეფანე

ბოლო სიახლეები