ჩრ. მაკედონიის ეკლესიაში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

დღეს, 19 იანვარს ჩრდილოეთ მაკედონიის, იგივე ოხრიდის ავტოკეფალური არაღიარებული ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსახურება ბიგორსკის მონასტერში ამავე მონასტრის წინამძღვარმა ანტანიის ეპისკოპოსმა პართენიმ აღასრულა.

ლიტურგიის დასასრულს, ათონური ტიპიკონის თანახმად მონასტრის ეზოში დიდი აიაზმას მსახურება მეუფე პართენიმ აღასრულა.

შეგახსენებთ, ოხრიდის (იგივე ჩრ. მაკედონიის) ავტოკეფალური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი წარმოშობის კათედრაა, რომელიც სერბეთის ეკლესიამ სქიზმატურად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასულ საუკუნეში ჩრ. მაკედონიის ეკლესიის ეპისკოპოსებმა გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენა მოითხოვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთის საპატრიარქო ნაწილობრივ აღიარებს ოხრიდის ავტოკეფალურ ეკლესიას და მასთან ლოცვით კავშირში იმყოფება. 

ბოლო სიახლეები