ჩრ. მაკედონიის ეკლესიაში ძველით ახალი წელი აღნიშნეს [ფოტო]

გამოგვყევით

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter

2022 წლის 14 იანვარს ჩრდილოეთ მაკედონიის არაღიარებული ეკლესიის ბიგორსკის ისტორიულ მონასტერში ძველით ახალი წელი აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით ბიგორსკის მონასტრის წინამძღვარმა, ანტანიის ეპისკოპოსმა პართენიმ საზეიმო მსახურება (მწუხრი, ცისკარი და ლიტურგია) აღასრულა.

შეგახსენებთ, ოხრიდის (იგივე ჩრ. მაკედონიის) ავტოკეფალური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი წარმოშობის კათედრაა, რომელიც სერბეთის ეკლესიამ სქიზმატურად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასულ საუკუნეში ჩრ. მაკედონიის ეკლესიის ეპისკოპოსებმა გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენა მოითხოვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთის საპატრიარქო ნაწილობრივ აღიარებს ოხრიდის ავტოკეფალურ ეკლესიას და მასთან ლოცვით კავშირში იმყოფება. 

ბოლო სიახლეები